მოსწავლის ცოდნა შესაძლოა, მე-6 და მე-10 კლასებში გამოცდით შეფასდეს
ამის შესახებ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა
სოფიო გორგოძემ განათლების ექსპერტებსა და საერთაშორისო
ორგანიზაციების წარმომადგენლებთან
გამოცდების ახალ მოდელთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე
განაცხადა.
გორგოძემ მე-10 კლასში გამოცდის საჭიროებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ
გამოცდა არ უნდა იყოს ორიენტირებულო მოსწავლის კლასში ჩატოვებაზე,
არამედ მან ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლის განვითარებას. რაც შეეხება
მე-6 კლასში გამოცდების ჩატარების საჭიროებას, გორგოძის თქმით,
მაგალითად, მე-6 კლასში უნდა შემოწმდეს, იცის თუ არა მოსწავლემ
წერა-კითხვა.
გორგოძის თქმით, გამოცდები ცენტრალიზებულად ჩატარდება და სკოლას
დეტალური ინფორმაცია მიეწოდება.
"დაბალ საფეხურებზე უნდა ჩამოვიტანოთ გამოცდა და მე-10 კლასში
გაცილებით მეტად უნდა გამოვცადოთ მოსწავლე, ვიდრე უნარების ტესტში
მათემატიკა გამოიცდებოდა. მე-10 კლასში აუცილებლად იქნება გამოცდა"-
განაცხადა გორგოძემ.