მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უნებართვოდ დაკავება დაჯარიმდება
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ
დაკავება და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა
ადმინისტრაციული წესით დასჯადი იქნება.
ცვლილებები ამ მიმართულებით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში“ შედის და ის პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე
წარედგინება.
მომზადებული ცვლილებების პროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტის (გარდა
თბილისის) ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის
ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან მიწათსარგებლობის უფლების გარეშე
სარგებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით, ხოლო იგივე ქმედება
ჩადენილი განმეორებით - დაჯარიმებას 2 - ათასი ლარით.
მოქმედი “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ თანახმად,
სახელმწიფოს საკუთრებაში, ასევე, თბილისის თვითმმართველი ერთეულის
ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული
მიწის ნაკვეთების უნებართვო დაკავება დაჯარიმებას იწვევს. თბილისის
გარდა კი, სხვა მუნიციპალიტეტებს ამგვარ სამართალდარღვევებზე
რეაგირებისა და ჯარიმების გამოყენების შესაძლებლობა არ აქვთ.