სიგარეტი ისევ გაძვირდა
ბოლო ერთი თვის განმავლობაში თამბაქოზე ფასმა მეორედ
მოიმატა.დღეს,მომხმარებლებს სიგარეტი მინიმუმ, 40 თეთრით გაძვირებული
დახვდათ.
როგორც მწეველები ამბობენ, გაძვირდა თითქმის ყველა დასახელების
სიგარეტი. იანვრის დაწყისში სიგარეტის ფასმა 30-დან 50 თეთრამდე უკვე
მოიმატა.
შეგახსენებთ,რომ გასული წლის მიწურულს საგადასახადო კოდექსში შესული
ცვლილებებით, 1-ელი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე
ადვალური გადასახადი გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ ცვლილების შედეგად
კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10%-ის ნაცვლად სახელმწიფოსთვის
30%-ის გადახდა უწევთ. სწორედ ამ ცვლილებების შედეგად, ჯერ კიდევ
გასულ წელს საუბრობდნენ, რომ სიგარეტზე ფასი გაიზრდებოდა.