აშშ-ს რამდენიმე ქალაქი პოლარული ყინვის გამო
პარალიზებულია.ტემპერატურა ჩიკაგოში -30
გრადუსია - უფრო დაბალი, ვიდრე ანტარქტიკის ბევრ
ნაწილში.
კიდევ უფრო მეტად ცივა ჩრდილოეთ დაკოტაში, სადაც ჰაერის
ტემპერატურა -37 გრადუსამდე დაეცა.ჩიკაგოსთვის, რომელიც
აშშ-ში სიდიდით მესამე ქალაქია, სიცივე უცხო არ არის, თუმცა
ამჯერად ყინვა რეკორდულია. ქალაქის ორ მთავარ აეროპორტში
1500-ზე მეტი ფრენა გაუქმდა, შეწყდა მატარებლების
მიმოსვლაც.დაიკეტა სკოლების და უნივერსიტეტების ნაწილი.ასევე
მუზეუმები, კაფეების და მაღაზიების ნაწილი.
სპეციალისტები ტემპერატურის ვარდნას კლიმატის გლობალურ ცვლილებებს
უკავშირებენ.