NDI-ის კვლევის მიხედვით,
გამოკითხულთა უმეტესობისთვის, მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი
პარტია არ დგას.
უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე: რომელი პარტია დგას თქვენ
შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?, პასუხები ასე გადანაწილდა: „არც ერთი
პარტია“ – 36 %, „ქართული ოცნება“ – 27 %, „ნაციონალური მოძრაობა“ –
12 %, „უარი პასუხზე“ – 9 %, „არ ვიცი“ 5 %, „ევროპული საქართველო“ –
3 %, „პატრიოტთა ალიანსი“ – 3 %, „სხვა პარტიები“ – 7 %.
ამასთან, გამოკითხულთა უმეტესობის, 44 %-ის აზრით, ქართული პოლიტიკური
პარტიები ძირითადად საკუთარ ინტერესებს წარმოადგენენ. 31 % მიიჩნევს,
რომ პარტიები „მათი ლიდერის, დამფინანსებლის ინტერესებს“ ატარებენ, 13
% ფიქრობს, რომ „მათნაირი ხალხის ინტერესებს“. ამასთან, 2 %-ის აზრით,
ქართული პოლიტიკური პარტიები „უცხო ქვეყნის ინტერესებს“ ატარებენ, 9
%-მა კი „პასუხი არ იცის“.
აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს
მასშტაბით 2,205პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის
საფუძველზე, ქვეყნის ქართულ,სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან
მოსახლეობას შორის ჩატარდა(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის
ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.