ისლანდიამ 2018 წელს თავშესაფარი საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მისცა
ისლანდიის საიმიგრაციო სამსახურის სტატისტიკის თანახმად, 2018 წელს
ისლანდიაში თავშესაფარი საქართველოს არც ერთმა მოქალაქემ არ მიიღო.
სტატისტიკის თანახმად, 2018 წელს საქართველოს მოქალაქეებისგან
თავშესაფრის მიღებაზე 84 განაცხადი შევიდა, 65 შემთხვევაში უარი იყო
ნათქვამი, ხოლო 19 შემთხვევაში განაცხადის განხილვა სხვა მიზეზის გამო
იყო შეწყვეტილი.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ისლანდიაში თავშესაფარი ერაყის 43-მა
მოქალაქემ მიიღო, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია ცალკეულ ქვეყნებს
შორის.
შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ისლანდიის საიმიგრაციო დირექტორატმა
საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.