ახალი ამბები
ბორჯომში 6 სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერა ამოქმედდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საქართველოს რეგიონებში სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერების მონტაჟს განაგრძობს.
ამ ეტაპზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე, საავტომობილო სიჩქარის მზომი 6 სექციური „ჭკვიანი“ კამერა ამოქმედდა.

კამერები შემდეგ მონაკვეთებზე განთავსდა:

  • ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრიდან (ყვიბისის გადასახვევი > ქ. ბორჯომი) - ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 27-ე კილომეტრამდე (ბაკურიანის გადასახვევი > ქ. ბორჯომი), ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ.
  • ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 27-ე კილომეტრიდან (ბაკურიანის გადასახვევი > ქ. ხაშური) - ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრამდე (ყვიბისის გადასახვევი > ქ. ხაშური), ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ.
  • ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 27-ე კილომეტრიდან (ბაკურიანის გადასახვევი > ქ. ახალციხე) - ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 29-ე კილომეტრამდე (ბორჯომის ცენტრალური პარკი > ქ. ახალციხე), ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ.
  • ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 29-ე კილომეტრიდან (ბორჯომის ცენტრალური პარკი > ქ. ხაშური) - ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 27-ე კილომეტრამდე (ბაკურიანის გადასახვევი > ქ. ხაშური), ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ.
ამ დროისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, 1 441 ვიდეოკამერა მუშაობს, რომლებიც სამინისტროს ერთიან ქსელშია ჩართული. მათ შორის 795 არის ზოგადი ხედვის, 646 კი - ე.წ. "ჭკვიანი" ვიდეოკამერა. სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით უკვე 375 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზა კონტროლდება.
შეგახსენებთ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე, ​ვიდეოჯარიმის გამოწერის შესახებ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მიიღებენ​.
სატელეფონო ნომრის გადამოწმების მიზნით ან მის შესაცვლელად, ავტომანქანის მფლობელები უნდა დაუკავშირდნენ მომსახურების სააგენტოს, ცხელ ხაზზე - 2 41 91 91. შემდეგ, პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით, ოპერატორს უნდა უკარნახონ სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, თავიანთ მფლობელობაში არსებული ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი, ტექმოწმობის ან შასის/vin კოდის ბოლო 4 ციფრი და განაახლონ მობილური ტელეფონის ნომერი. მოქალაქეებს, ასევე, შეუძლიათ მიბრძანდნენ მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებში.
შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე სარგებლობს 20% -იანი შეღავათით.
იმ შემთხვევაში, თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით ეგზავნება, ხოლო რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება.
საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge. აღნიშნული წესი ამოქმედდა 2017 წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შესული რეგულაციით, რომლის თანახმად, ვიდეოჯარიმის ქვითარი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე - police.ge-ზე საჯაროდ ქვეყნდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.