შენგენის ზონის ქვეყნებიდან ქართველები ყველაზე ხშირად გერმანიაში მიემგზავრებიან.
ამის შესახებ ინფორმაცია შს სამინისტროს 2018 წლის დეკემბრის
სტატისტიკაშია მოცემული.
კერძოდ, საანგარიშო პერიოდში გერმანიაში საქართველოს მოქალაქეთა
გასვლების რაოდენობა 7 914 იყო. მას მოსდევს იტალია, სადაც 4 039
გამგზავრება ფიქსირდება; მე-3 ადგილზე კი - 3 679 გასვლით პოლონეთია.
სტატისტიკა ჯამში, 29 ქვეყანას მოიცავს და ის ქვეყნებიც არის
ნაჩვენები, სადაც საქართველოს მოქალაქეები უპრობლემოდ შევიდნენ და
არცერთ მოქალაქეს არ ეთქვა უარი საზღვრის გადაკვეთაზე.
აღსანიშნავია, რომ 29 ქვეყნიდან საზღვრის კვეთაზე უარი 12 ქვეყნის
შემთხვევაში არ ფიქსირდება. ეს ქვეყნებია: ნიდერლანდები, ლიეტუვა,
რუმინეთი, პორტუგალია, ბულგარეთი, მალტა, ნორვეგია, ხორვატია,
სლოვაკეთი, ფინეთი, ლუქსემბურგი და სლოვენია.