თბილისში მცხოვრებმა სტუდენტმა კარინე ბაგირიანმა ქუჩაში 37 ათასი
ამერიკული დოლარი იპოვნა და პოლიციაში მიიტანა.
პოლიციის მეშვეობით თანხა მფლობელს
გადაეცა. დედაქალაქში მცხოვრები სტუდენტი წარმოშობით ჯავახეთიდან
არის. კარინე ბაგირიანი დღეს, 8 დეკემბერს, სომხეთის რესპუბლიკის
ელჩმა საქართველოში რუბენ სადოიანმა მიიღო.
დიპლომატმა კარინს მადლობა გადაუხადა
პატიოსნებისა და სამაგალითო საქციელისთვის.
რუბენ სადოიანის განცხადებით,
დღევანდელ მსოფლიოში ასეთი ადამიანური ნაბიჯი ცხადყოფს, რომ
პატიოსნება და სიკეთე აძლიერებს ცხოვრებას.
ინფორმაციას მეცხრე არხი
ავრცელებს
Reklama internete ir SEO optimizacija
https://seopaslaugos.com/117-seo-optimizavimas