ახალი ამბები
რამდენმა კომპანიამ გაიარა სავალდებულო ფინანსური აუდიტი
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ნოემბრის მდგომარეობით ანგარიშგება 491-მა სუბიექტმა წარადგინა. მათივე ინფორმაციით, „კანონისმიერი დისკრეციის ფარგლებში სამსახურის მიერ გაფრთხილება მიეცა 147 სუბიექტს, რომელთაც განესაზღვრათ 1-თვიანი ვადა ანგარიშგების წარმოსადგენად. ამ დროისთვის სანქციის სახე, ფულადი ჯარიმა 

კომპანიებისთვის აუდიტის ვალდებულებას „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ 2016 წლის ივნისში მიღებული კანონი ადგენს, რომლითაც კომპანიებს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით
შედგენა და გასაჯაროება მოუწევთ. კანონში განსაზღვრული და გამოყოფილია ბიზნესის ოთხი კატეგორია, რომელშიც კომპანიები შემოსავლის, აქტივებისა და დასაქმებულთა საშუალო რაოდენობის მიხედვით არიან გადანაწილებულნი.

ამ კატეგორიებიდან სავალდებულო აუდიტის განხორციელება 2018 წლის 1-ელ ოქტომბრამდე 1-ელ და მე-2 კატეგორიაში შემავალ კომპანიებს მოუწიათ. 1-ელ კატეგორიაში ხვდებიან კომპანიები, რომელთა კომპანიის აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს; შემოსავალი 100 მილიონ ლარს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი საანგარიშგებო პერიოდში 250-ს აღემატება. მე-2 კატეგორიაში მოსახვედრად კი შემდეგი კრიტერიუმებია განსაზღვრული: აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე; შემოსავალი 20 მილიონი ლარიდან 100 მილიონ ლარამდე; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 50-დან 250 ადამიანამდე უნდა იყოს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კომპანიები შესაბამის კატეგორიებში ზემოთ ჩამოთვლილი 3-3 კრიტერიუმიდან ორის დაკმაყოფილების შემთხვევაში ხვდებიან.

სავალდებულო აუდიტს ასევე ექვემდებარება საზოგადოებრივი დაინტერესების პირები (სდპ) და ისინიც ვალდებულნი იყვნენ 2018 წლის 1 ოქტომბრამდე სამსახურისთვის აუდირებული ანგარიშგებები წარედგინა. სდპ-ს მიეკუთვნება - კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, მზღვეველი, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი, საინვესტიციო ფონდი, საკრედიტო კავშირი და ანგარიშვალდებული საწარმო, რომლის ფასიანი ქაღალდები საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებულია.

რაც შეეხება მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებს, მათ ფინანსური ანგარიშგება 2019 წლის 1-ელ ოქტომბრამდე უნდა წარადგინონ. მესამე კატეგორიაში ხვდებიან საწარმოები, რომელთა აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს; შემოსავალი 20 მილიონს; ხოლო დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 50-ს არ აღემატება. მეოთხე კატეგორიაში კი ხვდებიან კომპანიები, რომლების აქტივების ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს; შემოსავალი 2 მილიონს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 10-ს არ აღემატება.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.