კორტანეთის საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლისთვის ემზადება
17:22 / 06.09.2018
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთის საჯარო სკოლა, ახალ
სასწავლო წელს მოწესრიგებული შეხვდება.სკოლაში ჩატარდა კოსმეტიკური
რემონტი,შეიღება იატაკი,კედლები
და გარე ფასადი,მოწესრიგდა საპირფარეშოები.აღნიშნული სამუშაოები
სკოლის მიერ დაზოგილი თანხით ჩატარდა,სკოლის იერ-სახის მოწესრიგება
4000 ლარი დაჯდა.
"ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოქმედი 20-ივე სკოლა ახალ
სასწავლო წელს მოწესრიგებული შეხვდება"- განაცხადა ბორჯომის
საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა."კორტანეთის სკოლის მსგავსად
დაზოგილი თანხებით კოსმეტიკური რემონტი ჩატარდა სხვა სკოლებშიც"-
აცხადებს იზოლდა ლომიძე.
რაც შეეხება სახელმძღვანელოებს,მათი უმრავლესობა რესურსცენტრის
ბაზაზეა და უახლოეს მომავალში სკოლებს გადაეცემა.წელს სიახლე
ამოქმედდება, რაც სასწავლო პროცესში წიგნების ელექტრონული ვერსიების
გამოყენებას გულისხმობს.
შეგახსენებთ,რომ ქვეყნის მასშტაბით ახალი სასწავლო წელი, 17
სექტემბერს დაიწყება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.