ვალეში, საგზაო ნიშნების დადგმის მოთხოვნით, აქცია იმართება
ვალეში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 5 წლის გოგონას
გამო, ახალგაზრდები აქციას მართავენ.
ადგილობრივები მოითხოვენ, სკოლასთან ახლოს, სადაც ავარია მოხდა,
სიჩქარმზღუდის, ე.წ."მწოლიარე პოლიციელი"–ს დამონტაჟებას.
ვალეში ამბობენ, რომ სტალინის ქუჩის აღნიშნულ ტერიტორიაზე, ავარიების
რაოდენობა დიდია, რის გამოც ხელისუფლებას საგზაო ნიშნებისა და
სიჩქარის შემზღუდველების დადგმის მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა
უშედეგოდ.
აქციის მონაწილეები განმარტავენ, რომ ხელისუფლების უარი, ძირითადად
უკავშირდებოდა იმ ფაქტს, რომ საავტომობილო გზა არის საერთაშორისო
მნიშვნელობის, რის გამოც მისი მოვლა–პატრონობა ადგილობრივი
ხელისუფლების კომპეტენციაში არ შედის.
წყარო: ახალციხის ტელეკომპანია "მეცხრე არხი"