ხვალ ბაკურიანის მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება
ხვალ, 4 მაისს, 10:30-დან 18:00 საათამდე ბუნებრივი აირის მიწოდება
შეუწყდებათ ბაკურიანის მაცხოვრებლებს.
კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, ამის მიზეზი გაზსადენზე
დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია. აბონენტებს, გაზის
მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ.
კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ
ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის
დანადგარები