ხვალ გაზის მიწოდება ბორჯომის სამ სოფელში შეწყდება
ხვალ, 3 მაისს, 10:00-დან 18:00 საათამდე ბუნებრივი აირის მიწოდება
შეუწყდება სოფლების: მზეთამზეს, დაბასა და წაღვერის მოსახლეობას.
კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, ამის მიზეზი გაზსადენზე
დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია. აბონენტებს, გაზის
მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ.
კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ
ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის
დანადგარები