ახალი ამბები
სკოლაში,მანდატურის სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა იქნება
ამას "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც მთავრობის ინიციატივით პარლამენტს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფუნქციად, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან ერთად, უსაფრთხოების დაცვაც განისაზღვრება.

გარდა ამისა, მანდატურის სამსახურის ფუნქციებად განისაზღვრება - ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა ფსიქოლოგიური პრობლემების, ქცევითი და ემოციური დარღვევების მქონე მოსწავლეების, სტუდენტების, პროფესიული სტუდენტების, მათი მშობლების, საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლების და მასწავლებლებისათვის; უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ტრენინგების ჩატარება; საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებზე საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა; ძალადობის საწინააღმდეგო, მათ შორის - ანტიბულინგური, საგანმანათლებლო კამპანიების და სხვა პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვაში და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება.

მანდატურის სამსახურის მიერ ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით ხაზგასასმელია, რომ სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში დასაქმებული არიან ფსიქოლოგები, ბავშვთა ფსიქიატრები და სოციალური მუშაკები.

მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, იცვლება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის დანიშვნის წესი. კერძოდ, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს დანიშნავს და გაათავისუფლებს მანდატურის სამსახურის უფროსი. სკოლის დირექტორი უფლებამოსილი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების არაჯეროვანი შესრულებისას დასაბუთებული მიმართვა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსს წარუდგინოს.

პროექტის, ავტორები არიან : შინაგან საქმეთა სამინისტრო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.