ახალი ამბები
შენგენის ზონაში შესვლაზე უარი საქართველოს 767 მოქალაქეს ეთქვა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში უვიზოდ მიმოსვლის ამოქმედების დღიდან (2017 წლის 28 მარტი), 2018 წლის 10 თებერვლის ჩათვლით პერიოდში საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის/შენგენის მიმართულებით საჰაერო გზით გამგზავრების 226 655 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო ევროკავშირის/შენგენის ზონაში შესვლაზე უარი ეთქვა 767 საქართველოს მოქალაქეს.
"მონაცემი არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც მხოლოდ ვიზალიბერალიზაციის პირობების დამრღვევი და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის განმსაზღვრელი მაჩვენებელი, ვინაიდან თავისუფალი მიმოსვლის ვადის სავარაუდო დამრღვევთა რიცხვში ასევე ხვდება შენგენის ტერიტორიის სხვა კატეგორიის ვიზიტორები, როგორებიც არიან: პირები, რომლებიც მიემგზავრებიან შენგენის მიმართულებით წინასწარ მინიჭებული გრძელვადიანი ვიზით (მაგალითად, სასწავლო, სამუშაო, სამკურნალო და სხვა); პირები, რომლებიც გამგზავრების მომენტისთვის უკვე ფლობდნენ ევროკავშირის ქვეყნის ორმაგ მოქალაქეობას ან ჰქონდათ წინასწარ მინიჭებული ბინადრობის უფლება; პირები, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლის შემდეგ, ადგილზე მოახდინეს შენგენის ზონაში ხანგრძლივად ყოფნის ლეგალიზაცია და მიიღეს შესაბამისი დოკუმენტები (მაგ., ქორწინების, რიგ შემთხვევებში ბავშვის ყოლის ან უძრავი ქონების შეძენის, თავშესაფრის მოთხოვნის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ან სხვა საფუძვლების არსებობისას); პირები, რომლებიც მართალია, ევროკავშირში წასვლის შემდეგ 90 დღიან ვადაში უკან არ დაბრუნებულან საქართველოში, მაგრამ გადავიდნენ მესამე ქვეყნებში" - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.