ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადების ფაქტზე ერთი პირი ამხილეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა, სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინაციით,
გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის
დამზადების ფაქტზე, ბრალდებულის სახით ერთი მეწარმე პასუხისგებაში
მისცეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ თბილისში მდებარე ერთ-ერთ
საამქროში ამზადებდა სხვადასხვა დასახელების სუნელს, რისთვისაც
იყენებდა მცენარეებს და საღებავებს, მათ შორის არასაკვები
დანიშნულების აზო-საღებავს "სუდან 1"-ს, რომელიც საშიშია ადამიანის
ჯანმრთელობისათვის.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით
ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.