ახალი ამბები
ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს საერთაშორისო კონფერენცია მიეძღვნება
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით  12-13 თებერვალს თბილისში საერთაშორისო კონფერენცია - "რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება" ჩატარდება.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, კონფერენციაზე იმუშავებს 3 სექცია: I. რელიგია და მეცნიერება; II. ეკლესია და სახელმწიფო; III. რელიგიური წინამძღოლი და საზოგადოება. მათივე ინფორმაციით, კონფერენციის მიზანია აღნიშნული საკითხები განხილული იყოს ინსტიტუციური სეკულარიზმის კონტექსტში.

"საქართველოს ეკლესია ავტოკეფალური V საუკუნეში გახდა წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის ძალისხმევითა და მოღვაწეობით. საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობამ ანუ ავტოკეფალიამ დიდად შეუწყო ხელი ჩვენი ეროვნული იდენტობის განსაზღვრას და ძლიერი სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებას. XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის მიერ გაუქმდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და შეჩერდა საქართველოს ავტოკეფალური მმართველობა.

საქართველოს ეკლესია მუდამ იყო და დღემდე რჩება ჩვენი საზოგადოების კულტურული და ინტელექტუალური განვითარებისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის უმთავრეს საყრდენად.

კონფერენციის მიზანია ეს საკითხები განხილულ იყოს ინსტიტუციური სეკულარიზმის კონტექსტში. ჯანსაღი სეკულარიზმი ხელს უწყობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში რელიგიიის მშვიდობიმსყოფელი როლის წარმოჩენას. ამის საწინააღმდეგოდ, მსოფლმხედველობრივი სეკულარიზმი, მიაკუთნებს რა რელიგიას პიროვნების კერძო სფეროს, იწვევს საზოგადოებრივი ჯგუფების პოლარიზაციას და საფუძველს უქმნის რელიგიურ ფუნდამენტალიზმს" - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს მთავრობა და საპატრიარქოსთან არსებული ,,ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი".
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.