აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი, ბორჯომის N6 საჯარო სკოლას ესტუმრა
14:53 / 02.02.2018
დღეს, ბორჯომის N6 საჯარო სკოლას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი
საქართველოში - იან კელი ესტუმრა
. ელჩი ამერიკის მშვიდობის კორპუსის მოხალისეების მიერ ორგანიზებულ,
ინგლისური ენის კონკურსს დაესწრო.კონკურსი მიზნად ისახავდა
მოსწავლეებში ინგლისური ენის მართლწერისა და სწორი მეტყველების
პოპულარიზაციას.კონკურსის დაწყებამდე ელჩმა მოსწავლეებს სიტყვით
მიმართა და ინგლისური ენის შესწავლისკენ მოუწოდა,ვინაიდან მისი
განცხადებთ ინგლისური მთელ მსოფლიოში გამოყენებადია როგორც ბიზნესისა
და თანამედროვე ტექნოლოგიების ენა.
ინგლისური ენის კონკურსში აქტიურად ჩაერთნენ დვირის,ახალდაბისა და N6
საჯარო სკოლის მოსწავლეები,ასაკობრივი ზღვარი 6-8-ე და 9-12-ე
კლასებით განისაზღვრა.აღნიშნული პროექტი ამერიკის მშვიდობის
კორპუსმა,განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს,ასევე ამერიკის
საელჩოს მხარდაჭერით განახორციელა.კონკურსის გამარჯვებულები რამდენიმე
დაძაბული ტურის შემდეგ გამოვლინდნენ.ინგლისური სიტყვების უშეცდომოდ
წარმოთქმა ორმა მოსწავლემ თამარ სტეფნაძემ და ნინო კობალაძემ
შეძლეს.
კონკურსის ყველა მონაწილეს სერთიფიკატები გადაეცა,გამარჯვებულები კი
სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ,.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.