საკრებულოს სხდომა ხვალამდე გადაიდო
დღეს საკრებულოს სხდომაზე კვორუმი არ შედგა,რის გამოც სხდომა ხვალ
12:00 საათზე გაიმართება.
სხდომას არ ესწრებოდნენ ქართული ოცნების დეპუტატები,რაც შეეხება
ოპოზიციას - ირმა ზედგინიძე და მამუკა ლურსმანაშვილი თავს შეუძლოდ
გრძნობდნენ და სხდომაზე არ გამოცხადდნენ.12:00 საათზე ჩანიშნული
სხდომა თავდაპირველად 1 საათით გადაიდო,13:00 საათზე კი ზაზა
ჩაჩანიძემ სხდომის ხვალამდე გადადების გადაწყვეტილება გააჟღერა.
შეგახსენებთ,რომ დღეს საკრებულოს მერიის საშტატო ნუსხისა და
გაზრდილი ხელფასების დამტკიცებაზე უნდა ემსჯელა.