მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მეტროსადგურ "ვარკეთილში"
მომხდარი შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანია დაშავებული.
მეტროსადგურ "ვარკეთილში" მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულები
ამ წუთებში საავადმყოფოებში გადაჰყავთ. ერთ-ერთი თვითმხილველის
განცხადებით, დაინახა, როგორ ჩამოინგრა ე.წ. შეკიდული ჭერი და ის
ბაქანზე მდგომ მოქალაქეებს დაეცა.
"ესკალატორის ბოლო საფეხურიდან ჩავდიოდი, როცა დავინახე, რომ ჭერი
ჩამოინგა და ქვეშ მოყვნენ ადამიანები, რომლებიც მატარებელს
ელოდებოდნენ. როგორც ამბობენ, დაშავებული სამ მოქალაქეზე მეტი უნდა
იყოს, თუმცა სავარაუდოდ, გარდაცვლილი არავინაა. სამაშველო ბრიგადებს
ისინი ამ წუთებში გამოჰყავთ და სასწრაფო დახმარების ბრიგადებს
საავადმყოფოში მიჰყავთ" - განაცხადა თვითმხილველმა.
მეტროსადგური "ვარკეთილი" გადაკეტილია. ადგილზე მობილიზებულია
სახანძრო, სასწრაფო და საპატრულო ბრიგადები.