ახალი ამბები
2017 წელს 142 სამედიცინო დაწესებულება დაჯარიმდა
2017 წლის განმავლობაში სალიცენზიო, სანებართვო და ტექნიკური რეგლამენტის პირობების დარღვევის გამო 142 სამედიცინო დაწესებულება დაჯარიმდა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, კონკრეტულ დარღვევასთან დაკავშირებით, სამინისტრო წერს ოქმს, ხოლო დაჯარიმების საკითხს შემდეგ უკვე სასამართლო განიხილავს.

კერძოდ, აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, 2017 წელს სამინისტროს მიერ სამედიცინო/სააღმზრდელო დაწესებულებებში, სალიცენზიო, სანებართვო, ტექნიკური რეგლამენტის პირობების და სავარაუდო უკანონო საექიმო/სამედიცინო საქმიანობის შემოწმება განხორციელდა 360 (2016 წელს 238 შემთხვევა) შემთხვევაში.

კერძოდ: სალიცენზიო (სანებართვო) პირობების დარღვევისთვის (მათ შორის სააღმზრდელო საქმიანობის პირობების შეუსრულებლობა) ოქმი შედგა 96 შემთხვევაში. აქედან 67 შემთხვევაში სასამართლომ სამედიცინო დაწესებულების დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო (2016 წელს 45).

მაღალი რისკის საქმიანობისთვის (ტექნიკური რეგლამენტი) შედგა ოქმი, ხოლო სამედიცინო დაწესებულება დაჯარიმდა 47( გასულ წელს 52) შემთხვევაში.

უკანონო საექიმო და სამედიცინო საქმიანობისთვის გასული წლის განმავლობაში 11 ოქმია შემდგარი, ხოლო კლინიკა დაჯარიმდა 7 (გასულ წელს - 10) შემთხვევაში.

სალიცენზიო პირობების განმეორებითი დარღვევისთვის სამედიცინო დაწესებულება დაჯარიმდა 16 (გასულ წელს 4) შემთხვევაში, სამედიცინო/საექიმო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების (თუ არ არის ლიცენზიის/ნებართვის/ტექნიკური რეგლამენტის პირობა) წესის დარღვევისთვის დაიწერა 6 ოქმი და სამედიცინო დაწესებულებები დაჯარიმდნენ 5 შემთხვევაში.

შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან სამედიცინო დაწესებულებების მიმართ დაიწერა 215 ოქმი, საიდანაც სასამართლომ 142 შემთხვევაში მიიღო კლინიკების დაჯარიმების გადაწყვეტილება, 6 შემთხვევაში განხილვა შეწყდა, 23 შემთხვევაში სასამართლომ შენიშვნა მისცა სამედიცინო დაწესებულებას, ხოლო 44 შემთხვევაში განხილვა გრძელდება. გასულ წელს სულ დაიწერა 138 ოქმი, სამედიცინო დაწესებულებები დაჯარიმდნენ 111 შემთხვევაში, განხილვა შეწყდა 4 შემთხვევაში, ხოლო სამედიცინო დაწესებულებებმა შენიშვნა მიიღეს 23 შემთხვევაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.