ახალი ამბები
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბორჯომში სასტუმროებსა და რესტორნებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები შეამოწმა
თბილისის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურების ინსპექტორებმა, როტაციის პრინციპით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში (ქალაქი ბორჯომი, დაბა ბაკურიანი, ახალდაბა) სასტუმროების, რესტორნების და კაფე-ბარების კვების ბლოკებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის ეტიკეტირება, შენახვისა და რეალიზაციის პირობები შეამოწმეს. შემოწმების პარალელურად, გადამოწმდა რეგისტრირებული ბიზნეს-ოპერატორების ბაზაც.

სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა 74 ობიექტზე, საიდანაც გამოვლენილი დარღვევების გამო 46 მათგანი დაჯარიმდა. ბიზნეს-ოპერატორებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან დაკავშირებით, სააგენტოს წარმომადგენლების მიერ, მიეცათ შესაბამისი რეკომენდაციები. მომხმარებლის ინტერესების დაცვის, ჩართულობის და ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, საჯარო ადგილებში განთავსდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზის ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია.

სურსათის ეროვნული სააგენტო ზამთრის კურორტებზე საზოგადოებრივი კვების ობიექტების კვების ბლოკების შემოწმებას სისტემატურად ატარებს.

სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ტურისტებით დატვირთულ ადგილებში კვების ობიექტების სახელმწიფო კონტროლის გააქტიურების შესახებ 2017 წლის მაისში გაფორმდა და უწყებებს შორის კოორდინირებულ საქმიანობას, ტურისტებისა და ადგილობრივი მომხმარებლის ინტერესების დაცვას ითვალისწინებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.