NDI-გამოკითხულთა 69%-მა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის შესახებ არ იცოდა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად,
გამოკითხულთა 69%-მა
საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის შესახებ არ იცოდა.
კითხვაზე: საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების
შესამუშავებლად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შექმნა და 26
სექტემბერს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები კონსტიტუციაში. იცოდით
თუ არა ამ პროცესის შესახებ, გამოკითხულთა 25% აცხადებს, რომ „დიახ“,
69%-მა განაცხადა, რომ „არა“ და 7%-მა - არ იცის.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის
პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების
გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის
საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის
ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო
ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9%.