NDI - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს გამოკითხულთა 24 % მხარს არც ერთ პარტიას არ დაუჭერდა
NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე: "ხვალ რომ
საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას",
27%-ით "ქართული ოცნება" ლიდერობს.
აღნიშნულ კითხვაზე შედეგები ასე გადანაწილდა - "ქართული ოცნება" -
27%; არც ერთი პარტია - 24%; არ ვიცი - 15%; უარი პასუხზე - 13%;
"ნაციონალური მოძრაობა" – 10%; "ევროპული საქართველო" – 3%; სხვა -
7%.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის
პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების
გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის
საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK
aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს
CRRC-საქართველო.
საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9%