მოსახლეობის 72%-თვის ტელევიზია ინფორმაციის პირველი წყაროა
კითხვაზე, ძირითადად რომელი წყაროდან იღებთ ხოლმე ინფორმაციას
პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ? - 72% პასუხობს რომ
პირველი წყარო ტელევიზიაა
, გამოკითხულთა 16%-თვის ტელევიზია მეორე წყაროდ დასახელდა.
21% თვლის რომ პირველი წყარო ინტერნეტი/ფეისბუქია, 26% კი სოციალურ
ქსელებს მეორე წყაროდ ასახელებს.
დანარჩენი პროცენტული მაჩვენებლები ოჯახის წევრებზე, მეზობლებზე და
მეგობრებზე გადანაწილდა.
გაზეთები და ჟურნალები პირველ წყაროდ გამოკითხულთა 1%-მა
დაასახელა.
აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 29 ნოემბერი - 19 დეკემბრის პერიოდში,
საქართველოს
მასშტაბით 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის
საფუძველზე,
ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის
ჩატარდა
(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების
ზღვარი
არის +/- 1.9 პროცენტი.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის
ფინანსური
ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.