35% ნაწილობრივ დარწმუნებულია რომ ხმების დათვლა სწორად მოხდა ქვეყანაში - NDI
გამოკითხულთა 35% ნაწილობრივ დარწმუნებულია, რომ მთელი ქვეყნის
ტერიტორიაზე ხმების დათვლა სწორად მოხდა.
19% ნაკლებად დარწმუნებულია, 18% კი სრულიად დარწმუნებულია, რომ ხმები
სწორად დაითვალეს. 17%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის. აღნიშნულ
მოსაზრებაში, ნაკლებად საერთოდ არ არის დარწმუნებული გამოკითხულთა
11%.
აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 29 ნოემბერი - 19 დეკემბრის პერიოდში,
საქართველოს
მასშტაბით 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის
საფუძველზე,
ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის
ჩატარდა
(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების
ზღვარი
არის +/- 1.9 პროცენტი.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის
ფინანსური
ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.