ბორჯომის მუნიციპალიტეტში საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს. დღის
წესრიგის პირველი საკითხი 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაა. სხდომას
ესწრება ოპოზიციური პარტიების 15-ვე დეპუტატი.
დარბაზში არ იმყოფებიან „ქართული ოცნების“ წევრები, რომლებმაც
პირველივე
საკრებულოს
სხდომა ხმაურის ფონზე დატოვეს.
დღის წესრიგით 6 საკითხია გათვალისწინებული. ამ წუთებში დეპუტატები
2018 წლის ბორჯომის ბიუჯეტის პროექტს ეცნობიან.