უვიზოდ საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე გერმანიაში გაემგზავრა
შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლაზე უარი საქართველოს 379 მოქალაქეს
ეთქვა.აქედან ყველაზე ხშირად უარი საქართველოს მოქალაქეებმა
იტალიისგან, პოლონეთისგან და საბერძნეთისგან მიიღეს.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს
მოქალაქეებისთვის კონკრეტულ ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის ფაქტების
სტატისტიკური მაჩვენებელი ასეთია:
იტალია - 77, პოლონეთი - 61, საბერძნეთი - 57, კვიპროსი - 51, უნგრეთი
- 38, გერმანია - 30, ლიტვა - 25, ნიდერლანდები - 12, ბელგია - 9,
საფრანგეთი - 7, შვედეთი - 3, დანია - 2, ესტონეთი - 2, შვეიცარია -
2, ფინეთი - 2 და ესპანეთი -1.
იმ პირების რაოდენობა, რომლებმაც სავარაუდოდ დაარღვიეს შენგენის
ზონაში უვიზოდ მიმოსვლისთვის გათვალისწინებული 90-დღიანი ვადა, 10
330-ს შეადგენს.
სავარაუდო დამრღვევთა რაოდენობა ქვეყნების მიხედვით ასეთია: გერმანია
- საქართველოს 3008 მოქალაქე , საბერძნეთი - 2926 მოქალაქე, პოლონეთი
- 1249, იტალია - 1197, უნგრეთი - 713, კვიპროსი - 286, ლიტვა - 239,
ლატვია - 176, ავსტრია - 138, ნიდერლანდები - 138, ესპანეთი - 43,
საფრანგეთი - 39, ჩეხეთი - 32, ესტონეთი - 12, ბელგია - 10, შვეიცარია
- 8, დანია - 6, შვედეთი - 4, რუმინეთი - 2, ფინეთი - 2, ბულგარეთი -
1, პორტუგალია -1. რაც შეეხება დანარჩენ 97 შემთხვევას, შსს-ს მიერ
გავრცელებულ ინფორმაციაში ქვეყნები, სადაც საქართველოს მოქალაქეებმა
უვიზოდ ყოფნის 90-დღიანი ვადა სავარაუდოდ დაარღვიეს, დაკონკრეტებული
არ არის.
2017 წლის 28 მარტიდან 2 ნოემბრამდე, უვიზოდ საქართველოს ყველაზე მეტი
მოქალაქე გერმანიაში გაემგზავრა.
გერმანიაში 7 თვეში საქართველოს 46 045-მა მოქალაქემ იმოგზაურა. ამავე
სტატისტიკის თანახმად, გერმანიის შემდეგ უვიზო რეჟიმით საქართველოს
ყველაზე მეტმა მოქალაქემ საბერძნეთში ისარგებლა. კერძოდ, საბერძნეთის
საზღვარი უვიზოდ საქართველოს 26 597-მა მოქალაქემ გადაკვეთა.
საქართველოს 22 087 მოქალაქე გაემგზავრა იტალიაში, 13 091 პოლონეთში,
8 348 - ესპანეთში, 7 447 - უნგრეთში, 7 140 - კვიპროსში, 6 231 -
საფრანგეთში, 4 053 - ავსტრიაში, 4 034 - ნიდერლანდებში, 3342 -
ლიტვაში, 2873 - ლატვიაში, 2515 - ჩეხეთში, 1270 - ბელგიაში, 983 -
შვეიცარიაში, 774 - შვედეთში, 678 - პორტუგალიაში, 654 - ბულგარეთში,
514 - რუმინეთში, 494 - ესტონეთში, 344 - მალტაში, 319 - დანიაში, 240
- ხორვატიაში, 152 - ნორვეგიაში, 129 - ფინეთში, 83 - სლოვენიაში, 70
- ლუქსემბურგში, 70 - სლოვაკეთში, 45 - ისლანდიაში, 3 -
ლიხტენშტეინში, მთლიანობაში კი ეს რიცხვი 160 625-ს შეადგენს. 4 434
შემთხვევაში, არ არის ნაჩვენები შენგენის ზონის კონკრეტული ქვეყანა,
სადაც საქართველოს მოქალაქეებმა იმოგზაურეს.
მონაცემები მოცემულია შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეებისთვის
უვიზო რეჟიმის ამოქმედების დღიდან (28 მარტი) 2 ნოემბრის ჩათვლით.
აღნიშნულ პერიოდში შენგენის ზონაში მოგზაურობის საერთო რაოდენობამ -
165 059 ერთეული შეადგინა. პირების რაოდენობან, რომლებმაც სავარაუდოდ
დაარღვის უვიზოდ მიმოსვლისთვის გათვალისწინებული 90-დღიანი ვადა,
შეადგენს - 10 330-ს. მონაცემები მოიცავს მხოლოდ შენგენის ზონაში
ავიარეისების მონაცემებს.