სახალხო დამცველი დღეს საქმიანობის ანგარიშს წარადგენს
ომბუდსმენის ანგარიში შეეხება უჩა ნანუაშვილის და აპარატის 5- წლიან
საქმიანობას როგორც თბილისში, ასევე საქართველოს მასშტაბით,
ასევე იმას, თუ რა გაკეთდა, რამდენი ანგარიში მომზადდა და რამდენი
რეგიონული ოფისი გაიხსნა.მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების
ვადა 7 დეკემბერს ეწურება. პარლამენტი სახალხო დამცველს სრული
შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით ირჩევს. კანდიდატურის
წარდგენის უფლება აქვს ფრაქციას და პარლამენტის წევრთა ექვსკაციან
ჯგუფს. უმრავლეობა ომბუდსმენის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას
წარადგენს.