მართლმადიდებლური სამყარო დღეს გიორგობას აღნიშნავს
23 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა გიორგის ბორბალზე წამების
დღეს აღნიშნავს.
საეკლესიო გადმოცემით, 23 ნოემბერი პირველად საეკლესიო დღესასწაულად
წმიდა ნინომ დაადგინა.
საქართველოში გიორგობას ორჯერ, 6 მაისს და 23 ნოემბერს აღნიშნავენ.
საქართველოს ეკლესია წმიდა გიორგის მხედართა, მიწისმოქმედთა,
მწყემსთა, მოგზაურთა მფარველად მიიჩნევს.