საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი აირჩიეს
საკრებულოს თავმჯდომარედ პატრიოტთა ალიანსის პირველი ნომერი - ზაზა
ჩაჩანიძე ხმათა სრული უმრავლესობით აირჩიეს. საკრებულოს
დარბაზში არ იმყოფებოდნენ მმართველი პარტიის
წარმომადგენლები.
შესაბამისად,
ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა არ მიუღიათ. საკრებულოს
თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობდნენ პატრიოტთა
ალიანსის, ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოს და
ლეიობისტული პარტიის წარმომადგენლები. ზაზა ჩაჩანიძემ
დეპუტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან მოადგილედ ამავე
პარტიის წევრი - გიორგი გოგიჩაიშვილი დაასახელა.
შეგახსენებთ, ზაზა ჩაჩანიძე წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე და
"ქართული ოცნების" გუნდში იყო. არჩევნებამდე რამდენიმე
თვით ადრე, ის პატრიოტთა ალიანსში გაწევრიანდა და ამავე პარტიიდან
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერობისთვის იბრძოდა.