აზიური ფაროსანას ბიოლოგიური მტრის შემოყვანის საკითხზე ვმუშაობთ - ნოდარ კერესელიძე
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნოდარ კერესელიძის
განცხადებით, აზიური ფაროსანას ბიოლოგიური მტრის შემოყვანის საკითხზე
მუშაობა
,როგორც ქართველ, ისე უცხოელ მეცნიერებთან მიმდინარეობს.
"ამას სჭირდება სიღრმისეული კვლევა, რადგან ბიოლოგიურმა მტერმა
შეიძლება ერთ სიკეთესთან ერთად ეკოსისტემაში ისეთი მნიშვნელოვანი
ცვლილება შეიტანოს, რაც დააზიანებს გარკვეულ სიკეთეებს. ამას ფრთხილი
მიდგომა სჭირდება. ჩვენ ვმუშაობთ, როგორც ქართველ, ისე უცხოელ
მეცნიერებთან, რათა ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს
და არავის დარჩეს კითხვები ამ პროცესთან დაკავშირებით" - განაცხადა
ნოდარ კერესელიძემ.