განახლებული მინისტრთა კაბინეტი მთავრობის პირველ სხდომას მართავს
სხდომას მინისტრის რანგში პირველად ესწრებიან ფინანსთა მინისტრის
პოსტზე დანიშნული მამუკა ბახტაძე და განათლების ახალი მინისტრი მიხეილ
ჩხენკელი.
სხდომაში ახალი სტატუსით მონაწილეობენ ასევე დიმიტრი ქუმსიშვილი,
რომელიც უკვე ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობს და გიორგი
გახარია, რომელმაც ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან შინგან საქმეთა
მინისტრის თანამდებობაზე გადაინაცვლა.
რაც შეეხება სხდომაზე განსახილველ საკითხებს, დღის წესრიგით სულ 7
საკითხის განხილვაა დაგეგმილი, მათ შორის პირველი სწორედ მთავრობაში
სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხია.