ახალი ამბები
ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ყველაზე ძველი ღვინო ნაპოვნია საქართველოში- პრემიერი
მკვლევარებმა მუშაობა დაასრულეს და ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ყველაზე ძველი ღვინო ნაპოვნია საქართველოში და მეღვინეობა საქართველოდან გავრცელდა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განახლებული მთავრობის პირველ სხდომაზე განაცხადა.

"ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფის მიერ და დარწმუნებული ვარ, ყველას გიხარიათ ის, რომ მეცნიერებმა სხვდასხვა ქვეყნებიდან, კერძოდ, აშშ-დან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, კანადიდან, დანიიდან, ისრაელიდან, დაასრულეს მუშაობა და ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ყველაზე ძველი ღვინო ნაპოვნია საქართველოში და მეღვინეობა საქართველოდან გავრცელდა. ჩვენ გვაქვს საშუალება, ჩვენი ქვეყანა ამ კუთხით ძალიან პოზიტიურად წარმოვაჩინოთ საერთაშორისო მასშტაბით და სწორედ ამან მოგვცა საშუალება, რომ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში საქართველო ამ სტატუსით წარმდგარიყო. ეს ჩვენ ყველას ძალიან გვიხარია და ძალიან დიდ სიამაყეს ანიჭებს საქართველოს და საქართველოს ყველა მეგობარს. გილოცავთ ამ ფაქტს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მუშაობა გაგრძელდება და კიდევ ბევრ საინტერესო ფაქტს აღმოვაჩენთ ქართული ღვინის და საქართველოს მეღვინეობის შესახებ" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოში აღმოაჩინეს ღვინის ქვევრების ფრაგმენტები, რომელიც, სავარაუდოდ 8 ათასი წლის წინანდელია. მკვლევარების ინფორმაციით, ქვევრები ორ ნეოლითის ხანის სოფელში აღმოაჩინეს, გადაჭრილ გორასა და შულავერის გორაზე, თბილისიდან დაახლოებით 50 კმ-ს დაშორებით. გამოცემები აღნიშნავენ, რომ საქართველოში ღვინოს ახლაც უძველესი მეთოდით აყენებენ. მანამდე ყველაზე ძველად ირანში ნაპოვნი ქვევრი მიიჩნეოდა, რომელიც 7 ათასი წლით თარიღდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.