ხვალიდან ბორჯომის მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
ხვალ, 15 ნოემბერს, ბორჯომში, მოსახლეობის ნაწილს ბუნებრივი აირის
მიწოდება 26 საათის განმავლობაში შეუწყდება.
მიზეზი - ცენტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო
სამუშაოებია.
15 ნოემბერს, დილის 10:00 საათიდან, ბუნებრივი აირის მიწოდება
შეუწყდება ლიკანის, სოფელ ლიკანის, ახალი უბნის, ახალშენისა და
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმდებარედ არსებულ დასახლებას.
მოსახლეობას გაზის მიწოდება 16 ნოემბერს, 12:00 საათამდე ეტაპობრივად
აღუდგება.