ნაკლები ბიუროკრატიით შევძლებთ მუშაობის ეფექტურობის გაზრდას - მამუკა ბახტაძე
ფინანსთა მინისტრის რანგში მამუკა ბახტაძემ პირველი სამუშაო შეხვედრა
გამართა. სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი მინისტრის მოადგილეებს
შეხვდა
და მათგან სამინისტროს სისტემაში დღეისთვის არსებული ვითარების
შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ფინანსთა
სამინისტროში მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული ყველა
რეფორმა გაგრძელდება.
"ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას. დღეს
ჩემთვის პირველი სამუშაო დღეა. ჩვენ ჩამოვყალიბდით იმ პრიორიტეტებზე,
რომლებიც შესასრულებელი გვაქვს მიმდინარე წლის ბოლომდე. როგორც
მოგეხსენებათ, იგეგმება მიმდინარე წლის ბიუჯეტის დაკორექტირება,
ასევე, მოსამზადებელია 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის
საბოლოო ვარიანტი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე ხდება
აქცენტების გაკეთება. როგორც აღვნიშნე, მიდგომებში მთავარი ფოკუსი
გაკეთდება იმაზე, რომ ნაკლები ბიუროკრატიით შევძლოთ მუშაობის
ეფექტურობის გაზრდა და ვფიქრობ, რომ ფინანსთა სამინისტრო ამ
მიმართულებით იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უწყება" -
განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.