პრემიერმა გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე ლევან დავითაშვილი წარადგინა
გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნობის სამინისტრო –
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა
განაცხადა.
კვირიკაშვილის განცხადებით, გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
პოსტს ლევან დავითაშვილი დაიკავებს.
"ჩვენი ქვეყნისთვის ამ ორი უმნიშვნელოვანესი სფერო გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის გაერთიანება აპრობირებულია ბევრ განვითარებულ
ქვეყანაში. სწორედ ასეთი მოდელი მოქმედებს წარმატებულ ევროპულ
ქვეყნებში: ესპანეთში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში, მსგავსი მოდელებია
პორტუგალიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ბულგარეთში. ეს მიდგომა
უზრუნველყოფს ორივე მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერებას და არავითარ
შემთხვევაში რომელიმე მათგანის შესუსტებას" – განაცხადა გიორგი
კვირიკაშვილმა.