შსს-ს სანაპირო დაცვისა და ნატო-ს ხომალდების ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩატარდა
ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2)
ვიზიტის ფარგლებში, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის
დეპარტამენტის კატარღებმა და ნატო-ს SNMCMG2 ხომალდებმა,
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ერთობლივი სწავლებები და საჩვენებელი
წვრთნები ჩაატარეს.
ერთობლივი საზღვაო წვრთნების დაწყებამდე, სააბორდაჟო ოპერაციის
დაგეგმარების პროცესის განხილვა და სააბორდაჟო ჯგუფის მოსამზადებელი
სწავლება გაიმართა.
ერთობლივი წვრთნები მოიცავდა საზღვაო მანევრებს და აბორდაჟის
ოპერაციებს, რაც დამრღვევი გემის შეჩერება-დაკავებას და ხომალდზე
მყოფი პირების შემოწმებას გულისხმობს.
წვრთნებში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 2
ერთეული და ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის 4
ხომალდი მონაწილეობდა.
აღნიშნული წვრთნები ნატო-ს და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო
დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის
ამაღლებას ისახავდა მიზნად.