ახალი ამბები
მანქანის ტექდათვალიერების გარეშე მართვის შემთხვევაში მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება
იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დადგენილი წესით, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით - აღნიშნული ცვლილება "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის, რომელიც პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებით შემუშავებული კანონპროექტის ფარგლებში პარლამენტში უკვე შევიდა.

ამასთან, ცვლილებების თანახმად, ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების სამართვად/საექსპლუატაციოდ გადაცემა/დაშვება, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დადგენილი წესით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, წარმოდგენილი ცვლილება გამოწვეულია ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმიდან, რომელის ფარგლებშიც 2018 წლის 1-ელი იანვრიდან გარკვეული კატეგორიის მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ტექნიკური ინსპექტირების გავლა სავალდებულო გახდება.

განმარტებითი ბარათის თანახმად, აღნიშნული ცვლილება, თავის მხრივ, საჭიროებს უფრო ეფექტური, გაზრდილი ფულადი ჯარიმის დაწესებას, ვინაიდან დღეის მდგომარეობით, არსებული ჯარიმის ოდენობა - ფიზიკური პირებისთვის 10 ლარი, ხოლო იურიდიული პირებისთვის 100 ლარი, მსგავსი მნიშვნელობის მქონე სამართალდარღვევისთვის ძალიან დაბალია.

შესაბამისად, ცვლილებები გამოიწვევს გადასახდელის რაოდენობის ზრდას, კერძოდ, ფიზიკური პირისთვის 10 ლარის ნაცვლად 50 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ხოლო იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარის ოდენობით.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.