ბორჯომის ხეობაში ხანძარი სრულად ლოკალიზებულია - მერაბ მალანია
ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ
განუცხადა.
"ამ დროისთვის სრული ლოკალიზება გვაქვს. ჩვენ ჩვეულ რეჟიმში
გავაგრძელებთ მუშაობას. ხვალ დაიწყება ხანძრის კერების დამუშავება.
პირადი შემადგენლობა ავა კერებთან ნიადაგის დასამუშავებლად.ავიაციას
რაც შეეხება, ხვალ დილით შევაფასებთ ვითარებას და შემდეგ მივიღებთ
გადაწყვეტილებას. თუ აღარ დაგვჭირდა ვერტმფრენები, გავუშვებთ
დისლოკაციის ადგილზე" - განაცხადა მერაბ მალანიამ.
ამჟამად წაღვერში ავიაციამ მუშაობა შეაჩერა. ბორჯომის ხეობაში ამ
დრომდე რჩება ერთი ქართული, ერთი აზერბაიჯანული და ორი თურქული
ვერტმფრენი.