ახალი ამბები
ბორჯომის ხეობაში ნახანძრალ ტერიტორიებს ამერიკელი სპეციალისტები შეისწავლიან
ამ მიზნით საქართველოში აშშ-ის სატყეო სამსახურის ექსპერტები - ენდრიუ ბოუერი და დენა ბატლერი ჩამოვიდნენ. საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის განცხადებით ეს არის ამერიკის მთავრობის ერთიანი დახმარების განუყოფელი ნაწილი საქართველოსთვის.
"მოხარული ვართ, რომ ჩვენი კოლეგები ამერიკის სატყეო სამსახურიდან ჩამოვიდნენ და შეუძლიათ დახმარება გაუწიონ საქართველოს მთავრობას აგვისტოში მომხდარი საშინელი ხანძრის შემდგომ, რომელიც ბორჯომში იყო. ეს ვიზიტი შესაძლოა ერთგვარად ჩაითვალოს აშშ-ის სატყეო დეპარტამენტის 2015 წელს დაწყებული სამუშაოების გაგრძელებად, რაც გულისხმობს საქართველოს მთავრობისთვის დახმარებას ტყეებში ხანძრების მართვის გეგმის შემუშავებაში. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ შევძელით 120 000 დოლარის ექვივალენტის ტექნიკის გადაცემა საქართველოს მთავრობისთვის. სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლები ველზე გავლენ და სხვადასხვა ასპექტებს შეისწავლიან, მათ შორის როგორიც არის ვეგეტაციის აღდგენა. ასევე დადებენ რეკომენდაციებს თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს იმისთვის, რომ შემდგომში ისეთი ბუნებრივი პროცესები, როგორიც არის მეწყერები, აცილებული იქნეს თავიდან. ეს არის ამერიკის მთავრობის ერთიანი დახმარების განუყოფელი ნაწილი საქართველოსთვის" - განაცხადა კელიმ.

საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის, ნათია იორდანიშვილის თქმით, ამერიკელი სპეციალისტების რეკომენდაციები შეეხება პირველადი გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით ადგილზე ნიადაგდაცვით, წყალდაცვით ღონისძიებებს და შემდგომ უკვე ტყის აღდგენის ღონისძიებებს.

"ამერიკის სატყეო სამსახურთან ეროვნულ სატყეო სააგენტოს ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა აქვს. სწორედ ისინი იყვნენ ერთ-ერთი პირველები ვინც აგვისტოს ხანძრების პერიოდში გამოთქვეს დახმარება, რომ შესწავლის ნაწილში დაგვეხმარებოდნენ შესაბამისი პროფილის ექსპერტებით. დღეს ჩვენთან არის ორი ექსპერტი ჩამოსული, რომლებიც ჩვენ თანამშრომლებთან ერთად ადგილზე შეისწავლიან ნახანძრალ ტერიტორიებს და მათი რეკომენდაციები და რჩევები ძალიან დაგვეხმარება სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვის დროს. ისინი იმუშავებენ იმ კომისიასთან ერთად, რომელიც შექმნილია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში. მათი რეკომენდაციები ეხება პირველადი, გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით ადგილზე ნიადაგდაცვით, წყალდაცვით ღონისძიებებს და შემდგომ უკვე ტყის აღდგენის ღონისძიებებს" - განაცხადა იორდანიშვილმა.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.