დღეს გენერალური აუდიტორის კანდიდატურა დასახელდება
პარლამენტის თავმჯდომარე გენერალური აუდიტორის კანდიდატურას დღეს
დაასახელებს.
არსებული ინფორმაციით, გენერალური აუდიტორის პოსტზე ირაკლი კობახიძე
კოლეგებს ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურას შესთავაზებს, რომელიც
EBRD-ის მთავარი ბანკირია.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურის დასახელება
პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივაა. გენერალურ აუდიტორს
პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, სიითი
შემადგენლობის უმრავლესობით, 5-წლის ვადით ირჩევს.
ახალი გენერალური აუდიტორის არჩევა 20 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე
იგეგმება.
გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ლაშა თორდიას უფლებამოსილების
ვადა ივლისის ბოლოს ამოეწურა.