საგადასახადო სამართალდარღვევის 557 ფაქტი გამოვლინდა
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის
ოფიცრების მიერ შემოწმდა 1806 გადამხდელი
, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები:
საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 71 ფაქტი;
ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 37
შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას
საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 449 ფაქტი.
კონტროლი განხორციელდა ქვეყნის მასშტაბით 29 აგვისტოდან 3 სექტემბრის
ჩათვლით პერიოდში.