"ადამიანების ნაწილი აგრძელებს ბრაკონიერობას,უკანონოდ იჭრება და მუშავდება ხეები" - გიგლა აგულაშვილი
ბორჯომის ხეობაში გამოვლინდა ბრაკონიერების მიერ ხე-ტყის უკანონო
ჭრები
- ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა
გიგლა აგულაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"ჩვენმა თანამშრომლებმა გამოავლინეს არაერთი ადამიანი, სამწუხაროდ,
კანონი არ მაძლევს მათი დასახელების უფლებას. ესენი არიან მეზობელ
სოფლებში მცხოვრები ადამიანები, მაგრამ მოვა დრო, როცა ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევის ფაქტს სასამართლო დაადგენს და მათ დააჯარიმებს.
ამის შემდეგ შევძლებთ, რომ ამ ადამიანების ვინაობა ყველამ გაიგოს.
უდიდესი კონსოლიდირება მოხდა, რომ ეს სტიქიური უბედურება ჩავაქროთ და
ადამიანების ცალკეული ნაწილი აგრძელებს ბრაკონიერობას. ჭრიან უკანონოდ
ხეებს და ამუშავებენ მათ" - განაცხადა აგულაშვილმა.