ახალი ამბები
მსოფლიო ბანკი მზად არის დახმარებისთვის როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური კუთხით
მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს საგანგებო შტაბში შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა ჟურნალისტებს განუცხადა, მსოფლიო ბანკი მზად არის დახმარებისთვის როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური კუთხით.

მსოფლიო ბანკი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სტიქიასთან ბრძოლის კუთხით.

"მინდა აღვნიშნო ის მხარდაჭერა, რომელიც ბევრმა ქვეყანამ გაუწია საქართველოს ამ კრიზისულ დროს. მსოფლიო ბანკში შეშფოთებული ვართ ამ უბედურებით და მზად ვართ დახმარება გავუწიოთ საქართველოს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის ფარგლებში. მსოფლიო ბანკში პროგრამა გვაქვს, რომელიც უშუალოდ ეხება გარემოსა და ტყეების დაცვას. ჩვენ მზად ვართ საქართველოს დავეხმაროთ როგორც კრიზისის, ასევე კრიზისის შემდგომ პერიოდში. საქართველოს გავუწევთ ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას. გარემოსდაცვითი სპეციალისტების ჯგუფი შეაფასებს არსებულ ვითარებას, რათა შემდგომ კონკრეტული გეგმა დავნერგოთ" - აღნიშნა მერსი ტემბონმა.

როგორც მერსი ტემბონმა განაცხადა, თავდაპირველად მოხდება სიტუაციის შეფასება, რის შემდეგაც საქართველოს მთავრობასთან ერთად განიხილავენ იმ საკითხებს, რა კუთხით მოხდეს დახმარება კონკრეტულად.
შეხვედრას საგანგებო შტაბის წევრები ესწრებოდნენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.