"შევთხოვოთ უფალს, რომ დაამშვიდოს საქართველო " - პატრიარქი
ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა
და უნეტარესმა ილია მეორემ ბორჯომის ხეობაში განაცხადა.
"მე იმედი მაქვს, რომ ღვთის ძალით და მადლით, ყველაფერი აღდგება. 3-5
წელიწადში ისევ ისეთი გამწვანებული იქნება, როგორც იყო ადრე. ახლა
ყველას ვთხოვ, რომ ყველაფერი დავივიწყოთ, ადამიანური ზრუნვა,
ადამიანური ფიქრები და შევთხოვოთ უფალს, რომ უფალმა მშვიდობა მოგვცეს
და დაამშვიდოს საქართველო" - ბრძანა უწმინდესმა.