ახალი ამბები
არ გვაქვს ინფორმაცია, რომ მეხანძრე-მაშველებს ხანძრისგან დახოცილი ცხოველი ან ფრინველი ენახათ- გიგლა აგულაშვილი
გარემოს დაცვის მინისტრის თქმით, დაზუსტებული ინფორმაცია ტყეში ხანძრის შედეგად განადგურებული ცხოველების შესახებ მას შემდეგ ექნება, რაც ხანძრის ლიკვიდირება მოხდება. "ძირითადი არეალი ხანძრის გავრცელების არის 2008 წლის ნახანძრალი ტერიტორია. ცეცხლი, რომელიც ახლა აქ ანთია, ძირითადად, უკიდია გამხმარ ბალახს. მოშიშვლებულ ფერდობზე არის ცეცხლი, რომელსაც აღვივებს ქარი, მიუხედავად იმისა, რომ ვერტმფრენებმა იმუშავეს. გვერდზე არის ფოთლოვანი და წიწოვანი საფარი და მას ხანძარი ვერ ერევა და იმედი მაქვს, ვერც მოერევა. ბევრია დამოკიდებული იმაზე, როგორი კლიმატური პირობები გვექნება. ქარი მასზე კარგად ვერ მოქმედებს. რაც შეეხება ცხოველებს, მაგალითად, დათვებს დასახლებულ პუნქტთან, თან გადამწვარ ტერიტორიასთან არ ექნებოდათ ბინა და ისინი აუცილებლად დააღწევდნენ თავს ხანძარის. ასევე დააღწევდნენ თავს ირმებიც. შეიძლება ვივარაუდოთ შველის არსებობაც, მაგრამ არა იმხელა რისკებზე, რომ მათ გადანგურებაზე ვიფიქროთ. აქ, სავარაუდოდ, განადგურდებოდა მობუდარი ფრინველების ბუდები, მაგრამ ფრინველები მოახერხებდნენ გადადგილებას, რისკის ქვეშ დარჩებოდნენ რეპტილიები და წვირილი ძუძუმწოვრები და სავარაუდოდ, მათი ნაწილი გადანაგდურდა, თუმცა ამ კითხვებზე პასუხები გვეცოდინება, როცა სპეციალისტები ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ შევლენ ტერიტორიაზე და ჩაატარებენ კვლევას. ჯერ მეხანძრე-მაშველებს არც ერთი დახოცილი ცხოველი ან ფრინველი არ უნახავთ და რომ ენახათ, ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს"- განაცხადა აგულაშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.