ახალი ამბები
ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და ტყის აღდგენითი სამუშაოების დასაფინანსებლად სპეციალური ანგარიშები გაიხსნა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო დღეების განმავლობაში, ბორჯომის ხეობაში მასშტაბური ხანძრის შედეგად დამწვარი ტყის აღდგენის პროგრამაში ჩართვის სურვილი გამოთქვეს
,როგორც ბიზნესის, საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა, ისე მოქალაქეებმა. უკვე დაიწყო რამდენიმე სოციალური კამპანიაც.

ჩვენი თანამოქალაქეების ამ სულისკვეთების მხარდასაჭერად, რესურსების კონსოლიდაციის და კოორდინაციის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაცია ორგანიზებას გაუკეთებს ერთიანი ელექტრონული პლატფორმის ფუნქციონირებას, სადაც აისახება ბორჯომის ტყის აღდგენის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ყველა აქტივობა, ინიციატივა.

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებების, ტყის აღდგენითი სამუშაოებისთვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად, გაიხსნა სპეციალური ანგარიშები, როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში.
ელექტრონული პორტალი შესაძლებლობას მოგვცემს აღნიშნულ ანგარიშებზე თანხების ჩარიცხვის პროცესი, ისევე როგორც გაწეული ხარჯები თვალსაჩინო, აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე იყოს, რათა ყველა მოქალაქისთვის ცნობილი იყოს როგორ დაიხარჯება მის მიერ ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად დამწვარი ტყის აღდგენისთვის ჩარიცხული თითოეული თეთრი.
მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შემოწირულობების ჩარიცხვა შეუძლიათ, როგორც ფიზიკურ პირებს, ისე კერძო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, აგრეთვე უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს.
იხილეთ ანგარიშის ნომრები სახელმწიფო ხაზინაში:
ეროვნულ ვალუტაში თანხის ჩარიცხვისთვის (ლარი)
კერძო კომპანიებიდან და ფიზიკური პირებიდან:
მიმდინარე ნებაყოფლობითი ტრანსფერები სახელმწიფო ბიუჯეტს (ლარი)
მიმღების ბანკი_ სახელმწიფო ხაზინა;
მიმღების დასახელება _ ხაზინის ერთიანი ანგარიში;
ბანკის კოდი _ TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი _ 302003271
უცხო სახელმწიფოთა საელჩოები საქართველოში:
მიმდინარე უცხო სახელმწიფოთა მთავრობებიდან მიღებული გრანტები (ლარი)
მიმღების ბანკი_ სახელმწიფო ხაზინა;
მიმღების დასახელება _ ხაზინის ერთიანი ანგარიში;
ბანკის კოდი _ TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი _ 302003003
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობიდან საქართველოში:
საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტები (ლარი)
მიმღების ბანკი_ სახელმწიფო ხაზინა;
მიმღების დასახელება _ ხაზინის ერთიანი ანგარიში;
ბანკის კოდი _ TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი _ 302003001
უცხოურ ვალუტაში ჩარიცხვისთვის:
აშშ დოლარი
Intermediary:
FEDERAL RESERVE BANK OF NEW YORK, USA (USD)
SWIFT CODE: FRNYUS33
ACC: 021087992 GEORG
Beneficiary's bank:
NATIONAL BANK OF GEORGIA, TBILISI
SWIFT CODE: BNLNGE22
Beneficiary: MINISTRY OF FINANCE OF GEORGIA
IBAN: GE65NB0331100001150207
ევრო
Intermediary:
DEUTSCHE BUNDESBANK, ZENTRALE FRANKFURT AM MAIN, DE (EUR)
SWIFT CODE: MARKDEFF
ACC: 5040040060
Beneficiary's bank:
NATIONAL BANK OF GEORGIA, TBILISI
SWIFT CODE: BNLNGE22
Beneficiary: MINISTRY OF FINANCE OF GEORGIA
IBAN: GE65NB0331100001150207
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.