"შეიძლება ითქვას, რომ ცეცხლის კერები შემოსაზღვრულია"- გიორგი კვირიკაშვილი
"წუხელ იყო ძალიან რთული ღამე. წუხანდელი ღამის განმავლობაში გაჭრილია
დამატებით 3 კილომეტრამდე ახალი გზა.
მთლიანობაში ამ დღეების განმავლობაში 12 კილომეტრამდე გზა არის
გაჭრილი. ასევე მოხდა აქტიური ცეცხლის კერების გამიჯვნა ჯანმრთელი
ტყისგან. შეიძლება ითქვას, რომ ცეცხლის კერები შემოსაზღვრულია და
სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება" - განაცხადა გიორგი
კვირიკაშვილმა.